საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი ჩატარდება ქალაქ თბილისში 23-24 დეკემბერს. მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე…