საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა. 

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი ჩატარდება ქალაქ თბილისში 23-24 დეკემბერს. მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.

მე -11 ფორუმის მიზანი:

ფორუმის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესებსა და მონიტორინგში. 

 ამოცანები:  

  • 2020 – 2021 წელს ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობა   მონაწილე ორგანიზაციებისთვის;  
  • Ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის მექანიზმების განხილვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; 
  • სფეროს საერთო მიმართულებების დასახვა სფეროს გაძლიერებისა და ცნობადობის გაზრდისთვის უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.  

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას.

აპლიკაციის ბმული:     http://SHORTURL.AT/LYDSX

გთხოვთ აპლიკაციები შეავსოთ 

2021 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით

Არსებული პანდემიური სიტუაციისა და რეგულაციების გათვალისწინებით ფორუმზე ფიზიკურ სივრცეში დასწრება შეეძლება მხოლოდ 100 ორგანიზაციას. Ამიტომ გთხოვთ მონაწილეობის სურვილის შემთხევვაში გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • Აუცილებლია დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე და სრულყოფილად შეავსოთ აპლიკაცია. 
  • Ფიზიკურ სივრცეში ფორუმზე დასწრებას შეძლებს ორგანიზაციიდან ერთი წარმომადგენელი. 
  • დასრწებისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ მწვანე პასპორტი ან ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის პასუხი. (რეგისტრაციის დაწყებისას თუ ვერ წარმოადგენთ რომელიმე აღნიშნულ დოკუმენტს სამწუხაროდ ვერ შეძლებთ ფორუმზე დასწრებას). 
  • Აუცილებელია ფორუმზე დაესწროთ სრული ორი დღე. 
  • Ორგანიზაციების შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული არეალი, ორგანიზაციის გამოცდილება და საქმიანობა. 

Ონლაინ დასწრების შემთხვევაში: 

  • Ყველა ორგანიზაციას ვისაც სურს ონლაინ დასწრება დაეგზავნება დეტალური ინსტრუქცია. 

Ფორუმზე (ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში) დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები. 

ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმს აფინანსებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, დანიის ნაციონალური საბჭო და ახალი დემოკრატიის ფონდი.

ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ღონისძიებების მართვასა და ფასილიტირებას.

Მე-11 ფორუმის პარტნიორები: 

მშვიდობისა და განვითარების აკადამია

Საქართველოს ახალაგზრდულ მუშაკთა ასოციაცია

არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” 

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა 

ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” 

ასოციაცია “ათინათი” 

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო 

ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის 

საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია “დია”,

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” – RICDOG 

საერთაშორისო სკაუტური ცენტრი რუსთავი 

 

მისამართი:

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს მესამე პავილიონი.

მე-11 ფორუმი გაიმართება 2021 წლის 23-24 დეკემბერს. მონაწილეთა რეგისტრაცია ღონისძიებაზე დაიწყება 23 დეკემბერს 9:00-ზე, ხოლო ფორუმი დაიწყება 23 დეკემბერს 10:00 საათზე.

Დღის წესრიგი დაიგზავნება მხოლოდ რეგისტრირებულ კანდიდატებთან. 

Მონაწილეების განთავსება და ტრანსპორტირება შეზღუდული ბიუჯეტის  გამო არ ფინანსდება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@youthcouncil.ge; ncyog.ncyog@gmail.com

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s