ხშირად დასმული შეკითხვები

კითხვა: როდის გავიგებთ ვართ თუ არა მოწვეული ფორუმზე დასასწრებად?
პასუხი: ფორუმზე იქნება მოწვეული ყველა დარეგისტრირებული ორგანიზაციიდან ერთი წარმომადგენელი. შესაბამისად დაარეგისტრირეთ თქვენი ორგანიზაციიდან ის ადამიანი ვინც გსურთ, რომ წარმოადგენდეს ორგანიზაციას ფორუმზე. ერთი ადამიანის რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩათვალეთ რომ ავტომატურად ხართ მოწვეული ფორუმზე დასასწრებად. ფორუმი ინარჩუნებს ღია კარის პრინციპს ყველა ორგანიზაციისათვის, ერთი ორგანიზაციიდან ერთი წარმომადგენლის მოწვევა ხდება იმის გამო, რომ ფორუმზე ადგილები შეზღუდულია და გვსურს რაც შეიძლება ბევრ ორგანიზაციას მიეცეს ფორუმზე დასწრების შესაძლებლობა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ერთი ორგანიზაციიდან ერთზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღოს ფორუში მონაწილეობა?
პასუხი: არა. ერთი ორგანიზაციიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა მიიღოს ფორუმში მონაწილეობა. ამის მიზეზი არის ფორუმზე ადგილების და კვების უზრუნველყოფის შეზღუდვა. ფორუმის ორგანიზატორებს სურთ რაც შეიძლება ბევრმა ორგანიზაციამ მიიღოს ფორუმში მონაწილეობა და ასევე იგულისხმება, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი შეძლებს ფორუმზე მიღებული ინფორმაციის გავრცელებას თავის ორგანიზაციაში.

კითხვა: როგორ შეიძლება გავიგო ჩემი განაცხადის ფორმა მიიღეს თუ არა ორგანიზატორებმა და ვარ თუ არა მოწვეული ფორუმზე?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფორუმის ბლოგზე გვერდი “მონაწილეთა სია” (გვერდი განთავსდება 14 დეკემბერს და განახლდება 20 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად), სადაც ამ გვერდზევე მოცემული დროის მდგომარეობით იქნება მოცემული ყველა იმ პიროვნების სია, რომლებიც იქნენ მოწვეული ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ რომელიმე ორგანიზაციიდან იქნა მიღებული 2 ან მეტი განაცხადის ფორმა, ფორუმის ორგანიზატორები თავისი შეხედულებისამებრ მოიწვევენ ამ ორგანიზაციის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.

კითხვა: რატომ ვერ ვპოულობ ჩემს სახელს რეგისტრირებული მონაწილეების სიაში?
პასუხი: ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთერთი ქვემოთ მოცემულიდან:
1) თქვენი განაცხადის ფორმა არ მიუღიათ ორგანიზატორებს, შესაბამისად თქვენ უნდა გამოაგზავნოთ განაცხადის ფორმა თავიდან;
2) თქვენი ორგანიზაციიდან იყო დარეგისტრირებული ერთზე მეტი წარმომადგენელი და ორგანიზატორებმა შეარჩიეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი;
3) თქვენს ორგანიზაციას არ მიუთითებია ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი.

კითხვა: როდის არის განაცხადის ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადა?
პასუხი:  2018 წლის 19 დეკემბერი.

კითხვა: რომელ საათზე იწყება ფორუმი?
პასუხი: ფორუმის ტრადიციისამებრ დაიწყება 21 დეკემბერს დილის 09:30 საათზე. მონაწილეების რეგისტრაცია დაიწყება დილის 9 საათზე. შესაბამისად გთხოვთ მობრძანდეთ 9:30 საათამდე, რადგან რეგისტრაციის გავლა მოასწროთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s