მე-8 ფორუმის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი
ქ. თბილისი, სექტემბერი 9-10, 2017

ფორუმის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს აფინასებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ფორუმის ღონისძიებების უსასყიდლო მართვას და ფასილიტირებას.

ფორუმზე მოწვეულნი არიან:

 

  • ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • სახელმწიფო ორგანიზაციები;
  • ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.
ფორუმის მიზნები:

 

  • საქართველოს ახალგარდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხილვა;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა;
  • მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ფორუმის მთავარი თემები და ფორმატი:

 

  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგია;
    • ფორმატი: პანელური დისკუსია;
  • თემა: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა;
    • ფორმატი: გამოფენა;
  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
    • ფორმატი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი;
  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
    • ფორმატი: მუშაობა მცირე ჯგუფებში;
  • თემა: სამუშაო ჯგუფების მიგნებები და რეკომენდაციები;
    •  ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია, კითხვა-პასუხი.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის“ მეთოდით სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youth.ge/განაცხადის-ფორმა/

თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმზე დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, შესაბამისად ორგანიზაციები შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი რამდენიმე პირით;

მისამართი:

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს მესამე პავილიონი.
 
მე-8 ფორუმი გაიმართება 2017 წლის 9-10 სექტემბერს. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 9 სექტემბერს 9:30-ზე, ხოლო ფორუმი დაიწყება 9 სექტმებერს 10:00 საათზე.
ფორუმზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე “მონაწილეთა სია”. საბოლოო სია გამოქვეყნდება 2017 წლის 8 სექტემბერს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ამ ბლოგის გვერდი “ხშირად დასმული შეკითხვები“, თუ თქვენს კითხვაზე ვერ იპოვეთ გაცემული პასუხი ამ შემთხვევაში დაუკავშირდით გიორგი კაკულიას, ფორუმის მთავარ ფასილიტატორს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: giorgi.kakulia@apd.ge.