მე-7 ფორუმის არქივი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-7 ფორუმი
ქ. თბილისი, დეკემბერი 22-23, 2015

ფორუმი7BOX1

ფორუმის შესახებ

 

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-7 ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს აფინასებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ფორუმის ღონისძიებების უსასყიდლო მართვას და ფასილიტირებას.

ფორუმზე მოწვეულნი არიან:

 

  • ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • სახელმწიფო ორგანიზაციები;
  • ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.
ფორუმის მიზნები:

 

  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული სხვა სამინისტროების საქმიანობის ანგარიშის წარდგენა;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის და თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა;
  • მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება;
  • მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის ჩართვა საქართველოს ახალგარდული სფეროს განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.
ფორუმის მთავარი თემები და ფორმატი:

 

  • თემა: ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა;
    • ფორმატი: გამოფენა;
  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა;
    • ფორმატი: პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი;
  • თემა: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული სხვა სამინისტროების საქმიანობის ანგარიშის წარდგენა;
    • ფორმატი: გამოფენა;
  • თემა: ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების შემუშავების ევროპული პრაქტიკა;
    • ფორმატი: პრეზენტაცია;
  • თემა: საქართველოს ახალგაზრდული სფეროს განვითარების სტრატეგია;
    • ფორმატი: მუშაობა მცირე ჯგუფებში;
  • თემა: საქართველოში ახალგაზრდული სფეროს განვითარება;
    •  ფორმატი: პანელური დისკუსია, კითხვა-პასუხი.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ სხდომებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის“ მეთოდით სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2015 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youthforumge.wordpress.com/განაცხადის-ფორმა/

თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, შესაბამისად ორგანიზაციები შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი რამდენიმე პირით;

მისამართი:

 

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-7 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს მესამე პავილიონი.
 
მე-7 ფორუმი გაიმართება 2015 წლის 22-23 დეკემბერს. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 22 დეკემბერს დილის 9 საათზე, ხოლო ფორუმი დაიწყება 22 დეკემბერს დილის 10 საათზე.
 
ფორუმზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე “მონაწილეთა სია”. საბოლოო სია გამოქვეყნდება 2015 წლის 20 დეკემბერს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ამ ბლოგის გვერდი “ხშირად დასმული შეკითხვები“, თუ თქვენს კითხვაზე ვერ იპოვეთ გაცემული პასუხი ამ შემთხვევაში დაუკავშირდეთ გიორგი კაკულიას, ფორუმის მთავარ ფასილიტატორს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: giorgi.kakulia@apd.ge ან დაურეკოთ შემდეგი ტელეფონის ნომერზე: 599 964599.