მე-10 ფორუმის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-10 ფორუმი
ქ. თბილისი, დეკემბერი 20-21, 2019

ფორუმის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-10 ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო და საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭო. ფორუმის პარტნიორები არიან მშვიდობისა და განვითარების აკადამია (თბილისი), არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი),საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია “დია”.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო და ამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს აფინასებს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო, ხოლო ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ფორუმის ღონისძიებების უსასყიდლო მართვას და ფასილიტირებას.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-10 ფორუმი ჩატარდება ქალაქ თბილისში 2019 წლის 20-21 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით . მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ჩართულნი არიან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობაში და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.

ფორუმის მიზანი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-10 ფორუმის მიზანია ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებისა და გამოწვევების შესახებ სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ფორუმის ამოცანები

  • ახალგაზრდული ორგანიზაციების ინფორმირების გაზრდა ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე, საკითხებსა და პროგრამებზე;
  • არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (2015-2019) შეფასების მიგნებების გაცნობა;
  • ახალგაზრდული პოლიტიკის საპარლამენტო კონცეფციის გაცნობა;
  • საქართველოს ახალგაზრდული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებების და დაგეგმილი რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youth.ge/განაცხადის-ფორმა/

თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმზე დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები.

მისამართი:
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-10 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“-ს მესამე პავილიონი.
 
მე-10 ფორუმი გაიმართება 2019 წლის 20-21 დეკემბერს. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 20 დეკემბერს 9:00-ზე, ხოლო ფორუმი დაიწყება 20 დეკემბერს 09:30 საათზე.
ფორუმზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე “მონაწილეთა სია”. საბოლოო სია გამოქვეყნდება 2019 წლის 18 დეკემბერს 18:00 საათზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ამ ბლოგის გვერდი “ხშირად დასმული შეკითხვები“, თუ თქვენს კითხვაზე ვერ იპოვეთ გაცემული პასუხი ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ნინო წულაიას, ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: ncyog.ncyog@gmail.com