საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი წარმოადგენს მშვიდობისა და განვითარების აკადემიის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივას და იგი ხორციელდება 2007 წლიდან დღემდე ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ფორუმი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების დამოუკიდებელ ინიციატივას. ფორუმს სხვადასხვა წლებში აქტიურად უჭერდა მხარს მრავალი სამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები. მათ შორის ქალაქ თბილისი მერია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო, სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი და სხვები.
პირველ ფორუმს, რომელიც ჩატარდა 2007 წლის 29-30 ნოემბერს, ქ. თბილისში, დაესწრო 35 ორგანიზაციის 55 წარმომადგენელი.
მეორე ფორუმზე, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 13-14 დეკემბერს, ქ. თბილისში, დაესწრო 55 ორგანიზაციის 100 წარმომადგენლამდე.
მესამე ფორუმს, რომელიც ჩატარდა ქალაქ თბილისში 2009 წლის 11–13 დეკემბერს, დაესწრო 75 ორგანიზაციის 120 წარმომადგენელი.
მეოთხე ფორუმს, რიმელიც ასევე ჩატარდა ქალაქ თბილისში 2011 წლის 9-11 დეკემბერს, დაესწრო 102 ორგანიზაციის 130-მდე წარმომადგენელი.
მეხუთე ფორუმს, რომელიც ასევე ჩატარდა ქალაქ თბილისში 2013 წლის 18-19 დეკემბერს და დაესწრო 138 ორგანიზაციის 150-მდე წარმომადგენელი.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმი ჩატარდა ქალაქ თბილისში 2014 წლის 24-25 დეკემბერს და დაესწრო 173 ორგანიზაცია.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-7 ფორუმი ჩატარდა ქალაქ თბილისში 2015 წლის 22-23 დეკემბერს და დაესწრო 181 ორგანიზაცია.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი ჩატარდა ქალაქ თბილისში 2017 წლის 9-10 სექტყემბერს და დაესწრო 189 ორგანიზაცია.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდა ქალაქ თბილისში 2018 წლის 20 სექტემბერს და დაესწრო 182 ორგანიზაცია.