მე-9 ფორუმის არქივი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი
ქ. თბილისი, დეკემბერი 21, 2018ფორუმის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ხორციელდება 2007 წლიდან დღემდე ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა და მონაწილეობით.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდება ქალაქ თბილისში 2018 წლის 21 დეკემბერს UNFPA, UNICEF და UNIDO-ს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ჩართულნი არიან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობაში და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.

ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება დოკუმენტი, სადაც იქნება ასახული ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების  ხელშესაწყობად.

ფორუმის მიზანი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული სტრუქტურირებული დიალოგის ხელშეწყობადა მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ;

ფორუმის ამოცანები

  • ახალგაზრდული ორგანიზაციების ინფორმირების გაზრდა ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე, საკითხებსა და პროგრამებზე
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს განვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება
  • „ახალგაზრდული ინდექსის“ რაობისა და მნიშვნელობის გაცნობა
  • ერთიანი ხედვის შემუშვება ახალგაზრდებთან სტრუქტურირებული დიალოგის გამართულ და მდგრად მექანიზმებთან დაკავშირებით
  • ევროპული პერსპექტივის განხილვა და ძირითად გზავნილებზე შეჯერება
  • ახალგაზრდული პოლიტიკისგანხორციელების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და მოლოდინების კომუნიკაცია პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებთან