საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმი
ქ. თბილისი, დეკემბერი 24-25, 2014
ფორუმის შესახებ
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმს წარმოგიდგენთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია – სიქა (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს აფინასებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
ფორუმზე მოწვეულნი არიან:
• ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები
• საერთაშორისო ორგანიზაციები
• სახელმწიფო ორგანიზაციები
• ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე პირები
ფორუმის მიზნები
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წლიური ანგარიში;
• სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია;
• მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება;
• მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაღრმავება;
• ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
• ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის ჩართვა არაფორმალური განათლების კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის განხილვის პროცესში;
ფორუმის სამუშაო თემები:
• ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა;
• საქართველოს სპორტის დ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში;
• სიახლეები ახალგაზრდულ სფეროში, მიმდინარე წლის ანგარიში;
• სალტო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის საქმიანობა;
• ჯგუფური მუშაობა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე:
სამუშაო ფორმატი მოიცავს პლენარულ სხდომებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის“ მეთოდით სადაც დასწრების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2014 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youthforumge.wordpress.com/განაცხადის-ფორმა/
თითო ორგანიზაციიდან მიიღება მხოლოდ ერთი რეგისტრირებული განაცხადი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვართოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: forum@apd.ge
ძალიან მიხარია, რომ იმართება რიგით მე-6 ახალგაზრდული ფორუმი!
მართლაც უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო იქნება: ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა; ქართველოს სპორტის დ ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში; სიახლეები ახალგაზრდულ სფეროში, მიმდინარე წლის ანგარიში; • სალტო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის საქმიანობა და რაც ყველაზე სასიხარულო სა დაინტერესოა ჯგუფური მუშაობა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე.
დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და ღონისძიების მხარდამჟერებს!
იმედი მაქვს, რომ ბევრნი ვიქნებით და ძალიან საინტერესო ფორუმი გველის!