საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმი
გამოწვევები და მიღწევები ახალგაზრდულ სფეროში საქართველოში
ქ. თბილისი, დეკემბერი 18-19, 2013
ფორუმის აღწერილობა
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმს (ფორუმი) წარმოგიდგენთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი), თაობათა დიალოგი (ქუთაისი).
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ხორციელდება 2007 წლიდან დღემდე ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-5 ფორუმი ჩატარდება ქალაქ თბილისში 2013 წლის 18-19 დეკემბერს.
ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე მომუშავე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები და ექსპერტები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ფორუმის მიზნები
– სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა;
– მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;
– მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაცია და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;
– მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ.
ფორუმის სამუშაო თემები:
– ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა;
– სიახლეები ახალგაზრდულ სფეროში, მიმდინარე წლის ანგარიში;
– ევროპის კავშირის პროგრამა ერაზმუს+ პრეზენტაცია;
– ჯგუფების მუშაობა შემდეგ თემებზე:
o მონაწილეობა;
o განათლება, დასაქმება და მობილობა;
o ჯანმრთელობა;
o სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.
სამუშაო ფორმატი მოცავს პლენარულ სხდომებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის“ მეთოდით სადაც დასწრების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.